ტრამპმა რუსეთთან “ძალიან, ძალიან კარგი” ურთიერთობის პირობა დადო

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად მას რუსეთთან კარგი ურთიერთობა ექნება.

“ვფიქრობ, რომ მე ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა მექნება რუსეთთან და ვლადიმირ პუტინთან” – თქვა ტრამპმა. “რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ყველაზე კარგი მიზეზი არის ის, რომ მას, ისევე ძალიან უნდა “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება, როგორც ჩვენ”.
მან , ახლა არსებული ორი ქვეყნის ურთიერთობა დაახასიათა, როგორც “მტრული” და დაამატა, რომ ბარაკ ობამაა პასუხიმგებელი აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარტიის საარჩევნო სია წარადგინეს
შემდეგი სტატია“მჯერა, 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის”