“მჯერა, 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის”

მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე ევროპული და ევრატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ქართული საზოგადოება აღმშენებლობის გზად აღიქვამს.

“საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებისა სხვადასხვა საკითხზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ ხელი მოაწრეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ ერთიანობას და მათ მტკიცე არჩევანს ევროპული და ევრატლანტიკური მიმართულებით. დეკლარაცია გაზიარებული და მხარდაჭერილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და ჩემს მიერს. ამ პროცესის გაგრძელება არის ის დემოკრატიული არჩევნები, რომლის ჩატარების პროცესში ჩვენ ვიმყოფებით და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე ევროპული და ევრატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა რუსეთთან “ძალიან, ძალიან კარგი” ურთიერთობის პირობა დადო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: საქართველო ეძებს დეოკუპაციის გზებს