ტრამპმა რუსეთს განაჩენი გამოუტანა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 2, 2017 21:19

ტრამპმა რუსეთს განაჩენი გამოუტანა

რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას მიესალმებოდა და ამისთვის ჰაკერულ თავდასხმებსაც არ ერიდებოდა, ვაშინგტონში შემდგარი ინაგურაციიდან სულ რაღაც ორიოდ თვეში, ტრამპისგან სირიის კონფლიქტის ფარგლებში, ასად-რუსეთის სამხედრო ბაზაზე 59 ცალი მილიონახევარ დოლარიანი ბომბის დარტყმით, ძალიან მწვავე სიგნალი მიიღო… საპასუხოდ რუსეთი ეცადა, რომ პანიკა არ დატყობოდა და ეს ქმედება, რუსეთთან მკაცრი პოზიციის დაფიქსირების მომხრეთათვის ,,გაგორებულ კოჭად,, და პიარსვლად ჩაეთვალა ტრამპის მხრიდან… თუმცა, რუსეთს დიდი ლოდინი არ დასჭირვებია და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღებულმა ერთ-ერთმა ბოლო გადაწყვეტილებამ, არ შეიძლება ეს ქვეყანა პანიკაში არ ჩააგდოს, რადგან ეს მის სასიცოცხლო ინტერესებს, კერძოდ კი – ნავთობის ფასს ეხება.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც სულ რამდენიმე თვეში, ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზა მზარდ ნავთობის ფასებს ფაქტობრივად ჩამოშლის. კერძოდ, ტრამპის გადაწყვეტილებით, რომელიც მისი გუნდის ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიას ემყარება, გაუქმდა (ძალადაკარგულად ჩაითვალა) 7 წლის უკან პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ, მექსიკის ყურეში ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის გამო მიღებული ნავთობის მოპოვების შეზღუდვები, რომელიც როგორც საზღვაო ასევე კონტინენტალურ შელფებზე ვრცელდებოდა. ამას გარდა, ტრამპის გადაწყვეტილებით, მენავთობეებს უკვე ნება ეძლევათ ბურღვები დაიწყონ ბერინგისა და ჩუკოტკის ზღვაზე, ასევე ატლანტის ოკეანის შელფებზეც. ამას ემატება ისიც, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ძალიან გაამარტივა ნავთობის მოპოვებისათვის საჭირო ლიცენზიების გაცემა და პენტაგონთან შეთანხმებით, ნავთობის მოპოვების არეალის გაფართოებასა და ამ ტერიტორიების არენდით მარტივად გაცემაზეც აიღო პასუხისმგებლობა.
დონალდა ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ საკუთარი მოპოვების სწრაფი ზრდის ხარჯზე, უკვე აგვისტოს თვეში ძალიან მკვეთრად შეამცირებს სპარსეთის ყურეში ნავთობის შესყიდვებს, რაც უკვე სექტემბრისთვის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრ დაწევას გამოიწვევს. თუ გავიხსენებთ დონალდ ტრამპის მიერ 2012 წელს ,,ტვიტერში,, გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან მსოფლიოში ნავთობის რეალურ და სამართლიან ფასად ბარელზე – 25 დოლარი მიიჩნია, აშშ-ს პრეზიდენტის ახალმა ენერგოპოლიტიკამ შესაძლებელია რუსეთში ნავთობის მოპოვება საერთოდ არარენტაბელური გახადოს.
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 2, 2017 21:19