ტრამპმა ნატოს დაშლა ივარაუდა

რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა აშშ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნატოს სამხედრო გაერთიანებაში უმნიშვნელო წვლილისათვის და ივარაუდა, რომ ზუსტად ამ მიზეზით ნატო მალე დაიშლება.
მილიარდელმა რასინში მიტინგზე განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური გაერთიანების პარტნიორები „საკუთარ წილს“ არ იხდიან და ალიანსს 28 ქვეყნისგან დაღლილი უწოდა. „ან ისინი გადაიხდიან, მათ შორის წინა დავალიანებებს, ან ისინი უნდა გავიდნენ. და თუკი ნატო დაიშლება, მაშინ ასე ყოფილა საჭირო“ – განაცხადა ტრამპმა.
1 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად ყოფნა მას შემდეგ გამორიცხა, რაც მილიადრელმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის ატომური იარაღის გამოყენება და იაპონიას და სამხრეთ კორეას მოუწოდა მისი შეძენისკენ.

banner
წინა სტატიაშისენაკში გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას ენერგეტიკის სამინსიტროში გამოეხმაურნენ
შემდეგი სტატიაბაქომ მთიანი ყარაბაღის ოპერაციის მიზნები დაასახელა