ბაქომ მთიანი ყარაბაღის ოპერაციის მიზნები დაასახელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მრჩეველმა, ალი გასანივმა განაცხადა, რომ აზერბაიჯარი სომხეთზე თავდასხმას არ აპირებს – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. „აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენ სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას არ ვემუქრებით, უბრალოდ, ვცდილობთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია დავიბრუნოთ“ – განაცხადა გასანივმა.
მან ასევე თქვა, რომ მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი სომხურმა მხარემ განაახლა და „ჩვენ მას უბრალოდ ვუპასუხეთ“. პრეზიდენტის მრჩეველის მონაცემებით, დაახლოებით 100 სომეხი ჯარისკაცია დაღუპული სამხედრო ოპერაციისას, რამდენიმე ასეულმა კი დაზიანება მიიღო. როგორც მან განაცხადა, მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციას აზერბაიჯანული მხარე სრულიად აკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი გუშინ, 2 აპრილს განახლდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ნატოს დაშლა ივარაუდა
შემდეგი სტატიაგერმანული კლუბის ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად სახე შავად შეიღებეს