რესპუბლიკელების პირველ საარჩევნო კოკუსზე, რომელიც აიოვაში გაიმართა, სენატორმა ტედ კრუზმა ხმების 28% აიღო მაშინ, როცა ფავორიტად მიჩნეულმა დონალდ ტრამპმა მხოლოდ 24% – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
დემოკრატებიდან აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ვერმონტ ბერნ სანდერსს უმნიშვნელო მაჩვენებლით გაუსწო – 49,9% 49,6%-ის წინააღმდეგ.
პირველი კოკუსის შედეგების თანახმად, არჩევნებს გამოეთიშნენ მერილენდის ყოფილი გუბერნატორი დემოკრატი მარტინ ო მელი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი რესპუბლიკელი მაიკ ხაკაბი.
2016 წლის ივნისში დემოკრატები და რესპუბლიკელები ეროვნულ კონვენტს ჩაატარებენ, სადაც პარტიის მიერ არჩეული კანდიდატები წარდგებიან. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.