ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზეთეა წულუკიანის განმარტებით, ქართული მხარისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ ჰააგაში გამოძიების პროცესს რუსეთის მხარემ ხელი არ შეუწყოს, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს საქმე მთლიანად სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს, იმ პროცედურით, რასაც რომის სტატუტი ითვალისწინებს.

“ერთადერთი გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, არის თანამშრომლობის გზა და რუსეთმა რომც არ მიიღოს ამ გამოძიებაში მონაწილეობა ჩვენ არ გაგვიჭირდება მტკიცებულებებში, რაც ეხება მაგალითად, ქართველთა ეთნიკურ წმენდას,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რუსეთის პოზიციას ეხმაურება საქართველოს თავდაცვის უწყებაც. თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი არის შედარებით ძლიერი სახელმწიფოს მცდელობა, რომ საკუთარი თამაშის წესები უკარნახოს საერთაშორისო ორგანიზაციას.

“თუ რუსეთი არ ითანამშრომლებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან, ვფიქრობ, ჩაითვლება, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მოხდეს ობიექტური გამოძიება,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის
შემდეგი სტატიატრამპმა კრუზს პირველ საარჩევნო კოკუსზე ვერ გაუსწრო