ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მკაცრი კურსი დაადასტურა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის მკაცრი კურსი დაადასტურა ირანთან მიმართებაში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ირანს ნება დავრთოთ ატომური იარაღი შექმნას – საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირანი ახლო აღმოსავლეთში ბევრი პრობლემების უკან დგას – თვლის თეთრი სახლის ხელმძღვანელი. მან ამ რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა ტერორიზმთან საბრძოლველად მეტი თანხები გამოყონ, რომელსაც, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, თეირანი მხარს უჭერს.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ირანის ატომურ პროგრამაზე სხვანაირი პოზიცია აქვს. “ირანთან დაკავშირებით გულუბრყვილოები არ ვართ” – თქვა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით მხად არის ახალი მოლაპარაკებების საწარმოებლად

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მადონას პირადი ნივთების დაბრუნების უფლება არ მისცა
შემდეგი სტატიაერევანში პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მომიტინგეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება