ერევანში პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მომიტინგეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნის ახალი ლიდერი ხალხის რიგებიდან უნდა იყოს და არა მმართველი პარტიის რიგებიდან, ვადამდელი არჩევნების ჩატარება კი, მისი თქმით, აუცილებელია უახლოეს მომავალში მოხდეს. ამ მოთხოვნების შესრულებამდე, საპროტესტო აქცია გაგრძელდება.
სამშაბათს ოპოზიციონერმა თქვა, რომ ის მთავრობის ხელმძღვანელობას აპირებს.

ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი 23 აპრილს ათდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ გადადგა. ქვეყნის მთავრობას დროებით პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ირანის წინააღმდეგ მკაცრი კურსი დაადასტურა
შემდეგი სტატიატრამპმა მაკრონს პიჯაკიდან ქერტლი გადაწმინდა (ვიდეო)