ტრამპმა ჩინელების მიერ ამერიკელების წყალქვეშა დრონის დაკავებას “უპრეცენდენტო” უწოდა

აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის მიერ ამერიკელების წყალქვეშა დრონის დაკავებაზე კომენტარი “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე გააკეთა და მას “უპრეცენდენტო” უწოდა. “ჩინეთის მიერ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების უპილოტოს გატაცების ფაქტი საერთაშორისო წყლებში–უპრეცენდენტო აქტია” – წერს ტრამპი.
ჩინურმა ხომალდმა ჩრდილო–ჩინეთის ზღვაზე ამერიკული უპილოტო წყალქვეშა ნავი გაიტაცა. როგორც ამერიკელმა ჩინოვნიკმა ტელეარხ CNBC–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხა, ‘ამერიკულ უპილოტე წყალქვეშა ნავს, რომელსაც ოკეანოგრაფიის ხომალდი USNS BODWDITCH იყენებდა, ჩინური ხომალდი უთვალთვალებდა და ბოლოს თავს დაესხა და გაიტაცა”. პენტაგონმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში მოზარდები დააკავეს, რომლებიც საშობაოდ აფეთქებებს გეგმავდნენ
შემდეგი სტატიაჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გეგა გეგეშიძემ გაიმარჯვა