27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გეგა გეგეშიძემ გაიმარჯვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გეგა გეგეშიძემ გაიმარჯვა, მან 46 ხმა მიიღო. მეორე კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ 22, ხოლო ესტატე გოგლიჩიძემ 3 ხმა მიიღო.

არჩევნების პროცედურის დასრულებამდე, დაპირისპირება მოხდა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის. ერთ-ერთ დელეგატს ხმის მისაცემად აუცილებელი მინდობილობა თან არ ჰქონდა და ამ დოკუმენტის გარეშე დაუშვეს ხმის მისაცემად. ამ ფაქტს კანდიდატების მხარდამჭერების უკმაყოფილება მოყვა და ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, იყო მცირე შეხლა-შემოხლა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა.

არჩევნებში მონაწილე დელეგატებს 3 კანდიდატს შორის მოუწიათ არჩევანის გაკეთება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ჩინელების მიერ ამერიკელების წყალქვეშა დრონის დაკავებას “უპრეცენდენტო” უწოდა
შემდეგი სტატიაგერმანელი პილოტი დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენისას გარდაიცვალა