ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

trampiაშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, მილიარდელი დონალდ ტრამპის სიტყვებს, მისი გამარჯვების შემთხვავეში ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯულია მეისონი გამოეხმაურა.
“ჩვენ არ გავუკეთებთ კომენტარს წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკას” – განაცხადა მეისონმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების საკითხს განიხილავს. მან, ასევე, თქვა, რომ რუსეთისათვის სანქციების მოხსნაზეც იფიქრებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპირველი ლედის სიძის მეგობრის გამოკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიადედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს