ტრამპი თავს ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, პრესას სურს, რომ იგი უკულტურო ადამიანად წარმოაჩინოს, მაგრამ, მიუხედავად ასეთი მცდელობებისა იგი ძალიან ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს თავს.
“მე ვფიქრობ, რომ პრესა ცდილობს მე მაჩვენოს ბევრად უფრო უკულტუროდ, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ხალხს არ ესმის, რომ მე დამთავრებული მაქვს საარარქიის კავშირის უნივერსიტეტი (აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული რვა საფონდო საუნივერსიტეტო კავშირი). კარგი სტუდენტი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი. მე ძალიან ჭკვიანი ადამიანი ვარ” განაცხადა ტრამპმა.
დრო და დრო ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან მედიასაშუალებებთან დებატებში შედის. აშშ-ს მედიის უდიდესი ნაწილი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამხრეთ ოსეთს არ გააჩნია იურიდიული საქმიანობის უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში
შემდეგი სტატიაერდოღანი უზბეკეთის პრეზიდენტზე დიდ იმედებს ამყარებს