ერდოღანი უზბეკეთის პრეზიდენტზე დიდ იმედებს ამყარებს

თურქული მედის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ოფიციალურ ვიზიტად თურქეთში მყოფ უზბეკეთის ახალ პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
ერდოღანმა უზბეკეთის პრეზიდენტის მირზიოევის თურქეთში ჩამოსვლის გამო კმაყოფილება გამოთქვა და დასძინა, რომ ეს ვიზიტის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ოცწლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტია.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მირზიოევთან ჩატარებული პირისპირი და დელეგაციათა შორის შეხვედრებმა ძალზედ ნაყოფიერად ჩაიარა, ეკონომიკიდან -თავდაცვის მრეწველობამდე, ჯანდაცვიდან – სოფლის მეურნეობამდე, განათლებიდან – კულტურამდე, ბევრ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ უზბეკეთი ცენტრალური აზიის 31,5 მილიონიანი მოსახლეობით ძალიან მდიდარი მიწისქვეშა და მიწისზედა რესურსებით ყველა კუთხით სტრატეგიული ქვეყნაა და მსოფლიოში ბუნებრივი აირის სიდიდით მეშვიდე, ურანის მეოთხე, ბამბის მეექვსე მწარმოებელი და მეორე ექსპორტიორი ქვეყანაა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ სურათისა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჩანს, რომ არ არის სასურველ დონეზე. მისი თქმით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელში 1,2 მილიარდი დოლარი შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში კი 900 მილიონ დოლარს მიაღწია. პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთს მშენებლობის სფეროში მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია და დაამატა: „ამ სფეროში გამიზნული გვაქვს ჩვენი გამოცდილების უზბეკეთისთვის გაზიარება. ხვალ სტამბოლში გასამართ „თურქეთ-უზბეკეთის საქმიანი ფორუმი ყველა კუთხით მჯერა, რომ ნაყოფიერად და ბარაქიანად ჩაივლის.“

თურქეთი პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა კულტურა და ტურიზმი იყო.
„განსაკუთრებით ტურიზმის საკითხში, რა თქმა უნდა, ტაშკენტი-სამარყანდი-ბუხარა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. უზბეკეთი ამ ცივილიზაციის ქალაქებს პატრონობს. ეს ძველი ქალაქები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად თურქული სამყაროსა და ისლამური სამყაროსთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელნი არიან. ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტებით, ღვთის ნებით წარმატებებს მივაღწევთ…. უფრო მეტიც, როგორც ჩვენმა ძვირფასმა ძმამ აღნიშნა, სათხილამურო ტურიზმის კუთხით გიგანტურ პროექტებს თურქ სამშენებლო ფირმებთან ერთად განვახორციელებთ. აქ კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მინდა მოგახსენოთ. თურქეთის ავიახაზები 16 მარტიდან სტამბოლიდან სამარყანდში გეგმიური რეისების შესრულებას დაიწყებს. ამგვარად, ორივე მოძმე საზოგადოებას უფრო მჭიდროდ დაახლოების შესაძლებლობა მიეცემა“ აცხადებს ერდოღანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივ პრესკონფერენციამდე თურქეთსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფეროში 20 ხელშეკრულება გაფორმდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი თავს ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაბრაიზამ სააკაშვილი მოინახულა