ტრამპი პუტინს გამარჯვებას არ მიულოცავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას არ მიულოცავს – მის დღის განაწესში დაგეგმილი არ არის ამ შემთხვევისთვის ზარის განხორციელება – Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გილდმა განუცხადა. მისი თქმით, პუტინის ხელახალი არჩევნები მოულოდნელობა არ ყოფილა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. “ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა განვავითაროთ, სანქციებს დავაწესებთ თუკი რუსეთი ჩვენს ინტერესებს დაემუქრება. მაგრამ ჩვენ, ასევე გამოვნახავთ ერთად მუშაობის შესაძლებლობებს იმ შემთხვევაში, როცა ეს ორივეს ინტერესს შეეხება” – განაცხადა გილდიმ.
ორშაბათს, 19 მარტს რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერებმა ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

banner
წინა სტატიაში“ფეისბუქში”, ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთში პუტინს 94%-მა მისცა ხმა