დე-ფაქტო აფხაზეთში პუტინს 94%-მა მისცა ხმა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩმა სემიონ გრიგორევმა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. გრეგორევის თქმით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ვლადიმირ პუტინმა ხმების 94,21% მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 41 849 ამომრჩეველმა. სულ გახსნილი იყო 20 საარჩევნო უბანი.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 76,66% მიიღო.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი პუტინს გამარჯვებას არ მიულოცავს
შემდეგი სტატიატრამპი ნარკოდილერების სიკვდილით დასჯის ინიციატივით გამოვიდა