ტრამპი ევროპას მოუწოდებს სირიაში დაკავებული ტერორისტები წაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაუშვებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრმაპმა თავის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა “ისლამური სახელმწიფოს” 800 წევრი, რომელიც სირიაში დააპატიმრეს, წაიყვანონ და სასამართლოს გადასცენ. “აშშ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს სთხოვს უკან წაიყვანონ “ისლამური სახელმწიფოს” 800-ზე მეტი ბოევიკი, რომელიც ჩვენ სირიაში დავიჭირეთ და ისინი სასამართლოს გადასცენ. ხალიფატი ეს-ეს არის დაეცემა. ალტერნატივა არც თუ ისე კარგია, მაგრამ, იმაში მდგომარეობს, რომ თუკი არ წაიყვანთ, ჩვენ მათი გაშვება მოგვიწევს. შეერთებულ შტატებს არ სურს უყუროს, ეს ბოევიკები როგორ მოედებიან ევროპას, საითაც ისინი, სავარაუდოდ, გაემართებიან” – ტრაპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა – “ბიბისი” წერს.

ევროპა “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკების უკან დაბრუნებას არაერთგვაროვნად უყურებს.სირიაში ტერორისტების რიგებში 4-დან 5 ათასამდე ევროპის მოქალაქე იბრძოდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა გაეროს წარმომადგენლობაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაშვედი მინისტრი: ორბანის ოჯახის პოლიტიკას 1930-იანი წლების სუნი ასდის