შვედი მინისტრი: ორბანის ოჯახის პოლიტიკას 1930-იანი წლების სუნი ასდის

უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა მას შემდეგ, რაც შვედმა მინისტრმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის ახალი საოჯახო პოლიტიკას “1930-იანი წლების სუნი ასდის” – The Local-ი წერს. მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის “ოჯახის დაცვის გეგმაზე” კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ “ახლა ორბანს “ნამდვილი” უნგრელი ბავშვების ყოლა სურს. ასეთი პოლიტიკა ავტონომიას ვნებს, რომლისთვისაც ქალები ათობით წელი იბრძოდნენ” – “ტვიტერზე” დაწერა ანიკა სტრანდჰოლმა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ელჩს განუცხადა, რომ მსგავსი კომენტარები მიუღებელია.
ორბანის ოჯახის ახალი პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამისთვის მთავრობა ოჯახებს მოგების გადასახადიდან გაანთავისუფლებს, თუკი მათ მეოთხე შვილი ეყოლებათ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ევროპას მოუწოდებს სირიაში დაკავებული ტერორისტები წაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაუშვებს
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრემიერმა ჰოლოკოსტზე დავის გამო ისრაელში ვიზიტი გადადო