ტრამპი და სი ცზინპინი აშშ-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელთან სი ცზინპინთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ პეკინთან მჭიდრო თანამშრომლობის სჯერა – ტრამპის შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.
“ლიდერებმა ურთიერთპატივისცემა გამოხატეს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა, რომ ორ ლიდერს შორის ერთ-ერთი მჭიდრო კავშირთაგანი დამყარდება ორივე ქვეყნის გასანვითარებლად” – განცხადებაშია ნათქვამი. ლიდერები, უახლოს მომავალში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.

დონალდ ტრამპმა ჩინეთი თავისი სავაჭრო პოლიტიკის გამო არა ერთხელ გააკრიტიკა. ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკა აშშ-ში ბიზნესს ავიწროვებს და სამუშაო ადგილებს აუქმებს.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვას ახლადარჩეული პრორუსი პრეზიდენტი მოსკოვს მიემგზავრება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: რუსული ბიზნესი ყოველთვის იყო საქართველოში წარმოდგენილი და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის