მიხეილ ჯანელიძე: რუსული ბიზნესი ყოველთვის იყო საქართველოში წარმოდგენილი და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

რუსული ბიზნესი ყოველთვის იყო საქართველოში წარმოდგენილი და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება.

„რამე გასაკვირი ამაში არ არის, რომ რუსი ბიზნესმენები და რამდენიმე კომპანია საქართველოში ჩამოვიდა და დაინტერესდა საინვესტიციო, თუ სავაჭრო სფეროთი, მთავრობასთან შეხვედრის საჭიროებაზე მათგან არაფერი გამიგია“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით რუსი ბიზნესმენები იმყოფებიან. რუსეთისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლების შეხვედრა უკვე გაიმართა. რუსი ბიზნესმენების განცხადებით, ისინი დაინტერესებულები არიან სოფლის მეურნეობით, ასევე სატრანსპორტო და ჯანდაცვის სფეროებით.

banner
წინა სტატიაშიტრამპი და სი ცზინპინი აშშ-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიადუშანბეში პრეზიდენტის უზარმაზარი ბანერები დაკიდეს