ტრამპი და ერდოღანი ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმის საკითხს განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გეგმავს აშშ-ს პრეზიდნეტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილოს ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმის საკითხი. დასავლური მედიის ცნობით, შეხვედრა გაიმართება გაეროს 72-ე სესიის ფარგლებში.
“სიტუაცია რეფერენდუმთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან გვაღელვებს. ერაყის ქურთთა ადმინისტრაცია უარს არ ამბობს თავის პოზიციაზე. მე დაგეგმილი მაქვს შეხვედრა ერაყის პრემიერ-მინისტრთან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულება ემთხვევა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი ვანიჭებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას, რომელზეც ეს საკითხი იქნება განხილული”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 25 სექტემბრისთვის დანიშნა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. აშშ-მ მოითხოვა რეფერენდუმის გაუქმება.

banner
წინა სტატიაშიგალუსტ ტრაპიზონიანი: სომხეთს რომ შეეძლოს, ის მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობაზე იზრუნებდა
შემდეგი სტატიანიკი ჰეილი: ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ქმედება განადგურდება