გალუსტ ტრაპიზონიანი: სომხეთს რომ შეეძლოს, ის მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობაზე იზრუნებდა

აფხაზეთის სომხებს ათობით და ასობით ახლო მეგობარი გაუჩნდა მთიან ყარაბაღში. ამის შესახებ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა აფხაზეთის სომხური სათვისტომოს თამჯდომარემ გალუსტ ტრაპიზონიანმა.
მისი თქმით, დელეგაციები აფხაზეთიდან მთიან ყარაბაღში ჩადიან სახელმწიფო დღესასწაულებზე, აგრეთვე არჩევნებზე მეთვალყურის სტატუსით, ხოლო ამ დელეგაციების შემადგენლობაში ყოველთვის არიან სომეხი ეროვნების მოქალაქეები. “გამომზავრებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს პრობლემები, მათ შორის მაღალ დონეზეც. ორი ქვეყნის მეთაურები პატივს სცემენ და აფასებენ ერთმანეთს”, – თქვა ტრაპიზონიანმა.

«როდესაც 2008 წელს რუსეთმა სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ბევრი ჩვენი აფხაზი ამხანაგი გვეუბებოდა – სომხეთი რატომ არ გვცნობსო? ჩვენ მათ ვუსხნიდით, რომ სომხეთს რომ შეეძლოს, ის მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობაზე იზრუნებდა. ყოველთვის ისე არაა საქმე, როგორც ჩვენ გვინდა. პოლიტიკური სირთულეები ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს”, – დასძინა აფხაზეთის სომხური სათვისტომოს თამჯდომარემ გალუსტ ტრაპიზონიანმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში დაპატიმრებული ფრანგი ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა
შემდეგი სტატიატრამპი და ერდოღანი ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმის საკითხს განიხილავენ