ტრაგედია ტყიბულის შახტებში – შვიდივე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

ტყიბულის შახტებში მომხდარ ბოლო ორ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ შვიდ პირს ბრალს, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მათ შორის არიან საქნახშირის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები – შახტის დირექტორი, მთავარი ინჟინერი, მენეჯერი, უბნის უფროსი, მისი მოადგილე და თანაშემწე.

ასევე დაკავებულია ინდმეწარმე, იმ ღია კარიერის მფლობელი, სადაც მაისში ორი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, მეშახტეები პრემიერისგან ხვალ კონკრეტულ პასუხს ელოდებიან, თუ რა ელოდება მომავალში შახტს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჯერჯერობით გაეშვას სარემონტო სამუშაოები შახტში და დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გაეშვას მთლიანად წარმოება. გავაგზავნეთ ჩვენ პარასკევს წერილი პრემიერ-მინისტრთან. თუ ეს ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და პასუხი მთავრობამ არ მოგვცა დადებითი , ხუთშაბათს განახლდება აქციები,“-განაცხადა მეშახტემ გივი ქასრაშვილმა.

banner
წინა სტატიაში10 წელი რუსეთის აგრესიიდან – საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისიის წევრები დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ პირებს გამოკითხავენ