მოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისიის წევრები დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ პირებს გამოკითხავენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს რამდენიმე პირს გამოკითხავენ.

კანონმდებლები ინფორმაციას იმ ორი პირისგან მიიღებენ, რომელთაც ბრალი დანაშაულის დაფარვაში ედებათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მიმალვას.

„გამოიკითხება ორი პიროვნება, რომლებიც დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვის ფაქტზე. მათ რა თქმა უნდა შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორც დაფარვის ეპიზოდზე, ასევე ხორავას 4 ნომერში მომხდარ ტრაგიკულ ეპიზოდზე, იქედან გამომდინარე, რომ სწორედ მათთან იყვნენ არასრულწლოვნები ჩხუბის შემდგომ. შესაძლებელია მათ მოსმენილი ჰქონდეთ რეალურად მომხდარის შესახებ,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომისიის მუშაობის ძირითადი, გამოკითხვის ეტაპი თითქმის უკვე დასრულებულია. მოწმეთა ჩვენებების გაანალიზების შემდეგ კანონმდებლები დასკვნას შეიმუშავებენ, რომელიც პარლამენტის ბიუროს სექტემბრის დასაწყისში წარედგინება.

banner
წინა სტატიაშიტრაგედია ტყიბულის შახტებში – შვიდივე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიანიკა მელია: რეალურად ბიძინა ივანიშვილი თავის თავს გვთავაზობს პრეზიდენტად