ტოლტენბერგის განცხადებით, შეკავების ფარგლებში, ალიანსი ბირთვული იარაღის სხვა ქვეყნებში განთავსებას ამ ეტაპზე არ გეგმავს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი შეკავების ფარგლებში, ამ ეტაპზე არ გეგმავს ბირთვული იარაღის სხვა ქვეყნებში განთავსებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა პოლონეთში ვიზიტისას, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს კითხვა დაუსვეს, აწარმოებს თუ არა ალიანსი მოლაპარაკებებს ქვეყნებთან Nuclear Sharing პროგრამის ფარგლებში, ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებასთან დაკავშირებით.

„არავითარი გეგმები არ გვაქვს ბირთვული იარაღის ერთობლივად გამოყენების შესახებ ნატო-ს შეთანხმების გაფართოებასთან დაკავშირებით, ნატო-ს სხვა ქვეყნებში ბირთვული იარაღის განთავსების გეგმებიც არ არის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
შემდეგი სტატიამდინარაძე – წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვინმემ და სანქციები ახსენოს, მარაზმია