ტყვიები, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა ლეტალურია

,,სტერლინგის,, მარკის 12 კალიბრანი გილზი, რომელიც ერთბურთულიანი ფრთიანი პლასტიკური ტყვიისგან შედგება და რომლითაც 20 ივნისს დემონსტრანტებს გაუსწორდნენ, არ ითვლება არალეტალურ (არამომაკვდინებელ) იარაღად!!!
ის არის ნაკლებად ლეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება აგრესიული გარეული და შინაური ცხოველებისაგან თავდაცვის მიზნით, აგრეთვე სპეცრაზმების მიერ, დემონსტრანტების დაშინების ან მათგან თავდაცვის მიზნით განსაზღვრულ დისტანციაზე.
ამ გილზების ინსტრუქციაში გარკვევით წერია, რომ 10 მეტრზე და უფრო მოკლე დისტანციაზე, მისი გამოყენება ფატალურად, ადამიანის სიკვდილით ან სერიოზული ჭრილობით შეიძლება დასრულდეს!
დემონსტრანტების დაშინების ან მოგერიების მიზნით, მისი გამოყენების რეკომენდირებულ დისტანციად, ინსტრუქციაში 15 დან 35 მეტრდე მანძილია მითითებული.
დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცრაზმებს შორის ისეთი მჭიდრო შეხლა-შემოხლის დროს, როგორიც პარლამენტის წინ 20 ივნისის ღამეს არსებობდა, ამ ტყვიის გამოყენების უფლების მიცემით, ხელისუფლებამ თავიდანვე დაუშვა, რომ დემონსტრანტებს სიცოცხლის საფრთხე შექმნოდათ… რამეთუ, ფაქტიურად პირისპირ (ძალიან მოკლე დისტანციაზე) მდგარ დემონსტრანტებთან, არც ერთ სპეცნაზელს არ შეეძლო თვალით გაეზომა, მასსა და მომიტინგეს შორის ზუსტი მანძილი…. 15 მეტრი იქნებოდა ეს, 10 მეტრზე ცოტა მეტი თუ ოდნავ ნაკლები. დაზიანების მძიმე ფორმები, რომლებიც დემონსტრანტებმა მიიღეს, ჩემი აზრით მოკლე მანძილზე სროლის შედეგია, რაც სავარაუდოდ, მომიტინგების განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით ხდებოდა.

P.S. ინფორმაცია ამ გილზების მოქმედების შესახებ, მისი ინსტრუქცია, ინტერნეტში თურქულ საიტებზე უხვად მოიპოვება. ამ ტყვიების ყველა დეტალი სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება, აწყობა და საბოლოო პროდუქტად ქცევა, მეზობელ თურქეთში ხდება.

კახაბერ ადამია ,,თაიმერის,,
ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესს
შემდეგი სტატიაგახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება – თეა წულუკიანი