სახალხო დამცველი ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესს

სახალხო დამცველი ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესს. ომბუცმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს ,რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

,,როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველი დამოუკიდებლად აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა და მასზე დაკვირვების შედეგები ავლენს იმ პრობლემებსა და ხარვეზებს, რაც აღნიშნულ პროცესს ახლავს თან და საფრთხეს უქმნის მის მაღალი სტანდარტებით წარმართვას. სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსათვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და აღნიშნულს სერიოზულ პრობლემად და მთელი პროცესისათვის დამაზიანებლად მიიჩნევს.”-ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგახარიას დაევალებოდა ალბათ აღსრულება, მაგრამ ბრძანება წამოვიდოდა ივანიშვილისგან – ანალიტიკოსები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე
შემდეგი სტატიატყვიები, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა ლეტალურია