ტყუილებს ფარდა აეხადა, აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებდა ყველაფერს, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ცილისმწამებლური თავდასხმებისა და ტყუილის გამო, ევროპელი პარტნიორებისთვის, ქართველი ხალხისთვის და პოლიტიკური ოპონენტებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

ვაშაძის თქმით, ტყუილებს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებდა ყველაფერს, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

„დადგება დრო, როცა კობახიძესაც და ღარიბაშვილსაც ძალიან ბევრი ბოდიშის მოხდა მოუწევთ. ბოდიშის მოხდა მოუწევთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მართლაც ცილისმწამებლური თავდასხმების გამო. მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხისთვის და პოლიტიკური ოპონენტებისთვის იმ ბევრ ტყუილზე, რომელსაც ჩვენ გვაბრალებდნენ, რომელსაც ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო.

ოპოზიცია კი ყველაფერს ვაკეთებდით, რათა კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ამის დოკუმენტური დადასტურებაა ALDE-ს პარტიათა ჯგუფის რეზოლუცია, ჩვენ მიერ ინიცირებული, სადაც კანდიდატის სტატუსზე სრული მხარდაჭერაა. ევროკომისიის რეკომენდაციების ყველა პუნქტი შესასრულებელია და პოლიტპატიმრებიც გასათავისუფლებელია. დეკლანიზაციიდან დაწყებული დეოლიგარქიზაციით დამთავრებული, ყველა ნაბიჯი გადასადგმელია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

წინა სტატიაშიუკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერის დონით – ზელენსკი
შემდეგი სტატიასაქართველოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი აქვს, თუმცა ქართველმა ხალხმა ცოტა მეტი უნდა მოინდომოს – ნიდერლანდების პრემიერი