„ტყიბულში დატრიალებული უბედურება ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმეა“ – პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

​საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:

“ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ – სიცოცხლის თემა”,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.” ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა