მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის იუსტიციის სამინისტროს 5 ათასი ევროს ექვივალენტი ლარი გამოეყო – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უნდა აღსრულდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ 4 ათასი ევრო დააკისრა, რომელიც შს ყოფილ მინისტრს კომპენსაციის სახით უნდა მიეღო. შესაბამისი თანხა იუსტიციის სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოეყო.

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 28 ნოემბერს მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

banner
წინა სტატიაშიმაშველები ტყიბულის შახტიდან ცხედრების გამოსაყვანად მუშაობენ
შემდეგი სტატია„ტყიბულში დატრიალებული უბედურება ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმეა“ – პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს