ტყემალაძე – დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ მე-7 მოწვევის საკრებულოში

“დღევანდელი სხდომის პროცედურა ითვალისწინებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრას. შემდგე უკვე იქნება საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევნები. ფრაქციების, კომისიების დაკომპლექტება და დღევანდელი საკრებულოს სხდომა მთლიანად იქნება პროცედურული ნაწილებით დატვირთული. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს საკრებულოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კარგად ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში. “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა თბილისელების უმრავლესობამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ამომრჩევლისა და ქალაქისთვის,”- ამის შესახებ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრმა, ვაკის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის მოადგილე მოსამართლეებზე – ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩება