სახალხო დამცველის მოადგილე მოსამართლეებზე – ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩება

თუ საქართველოში დემოკრატიულ მმართველობას მომავალი უწერია, ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩებიან, – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გია ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მოსამართლეების არჩევა ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფით მოხდა.

„ამ და სხვა მოსამართლეების არჩევა მოხდა ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფით – თუ საქართველოში დემოკრატიულ მმართველობას მომავალი უწერია, ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩებიან“, – წერს ბურჯანაძე Facebook-ზე.

კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

banner
წინა სტატიაშიტყემალაძე – დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ მე-7 მოწვევის საკრებულოში
შემდეგი სტატიაPfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო