ტიკარაძე – უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს

ყველას გვიხარია, რომ სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. დღეს გვაქვს ინფიცირების 3034 შემთხვევა, რაც კვლავ მაღალია, მაგრამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი კლება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ია, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

„ასევე პროპორციულად მატულობს გამოჯანმრთელებულების რიცხვი, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს და ამ დაგვიანებით გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ექიმებისთვის, ვინც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული ფაქტია. უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს. რეანიმატოლოგების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებელი არის 2%, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა და აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ, ან გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიატიკარაძე – მნიშვნელოვანია ჟანგბადის რაციონალური საჭიროების მიხედვით მოხმარება