ტიკარაძე – მნიშვნელოვანია ჟანგბადის რაციონალური საჭიროების მიხედვით მოხმარება

მნიშვნელოვანია ჟანგბადის რაციონალური საჭიროების მიხედვით მოხმარება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში განთავსებული პაციენტების რაოდენობა ჟანგბადის რაციონალურად მოხმარების საშუალებას იძლევა.

„ყველამ იცის, რომ სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ჟანგბადის მოწოდების პროცესში, არამხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად არის მომარაგებაში და ყველა იმ საკითხის ტექნიკურ უზრუნველყოფაში, რომლის საჭიროებაც იკვეთება ჩართული, ასევე ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ელჩები და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ზოგადად პანდემიის კომპონენტში ჩართულობა არის ნამდვილად უპრეცედენტო და ჩვენი ყველა ელჩი, როგორც მეზობელ ქვეყნებში ასევე ცოტა დაშორებულ ქვეყნებშიც აქტიურად არიან ჩართულნი, არამხოლოდ ჟანგბადის, სხვადასხვა საჭირო საშუალებების მოძიებაში და საკონტრაქტო პირობების მოლაპარაკებებში, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ჟანგბადის შემთხვევაშიც ეს ჩართულობა ორივე სამინისტროსგან არის ძალიან აქტიური და ისინი მაქსიმალურს ცდილობენ, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი მხრიდანაც იყოს რაციონალური მოხმარება, საჭიროების მიხედვით, ვინაიდან არამხოლოდ კოვიდის კომპონენტში, არამედ სხვა სომატური პაციენტებისა და საავადმყოფოებისთვისაც მნიშვნელოვანია ჟანგბადის გარკვეული მოცულობების გადანაწილება და დღეს არსებული პაციენტების რიცხვი, რომელიც საავადმყოფოებში არიან განთავსებული, ნამდვილად გვაძლევს იმის საშუალება, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარება იყოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს
შემდეგი სტატიაგაბუნია – ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში