ტიკარაძე – „ომიკრონის“ გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია

ომიკრონის“ გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძეს კითხვა დაუსვეს 10 საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით, რაზეც მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან.

„ჩვენ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, არის თუ არა „ომიკრონი“ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც უკვე აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც „ომიკრონი“ დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, მომზადებული არიან როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე იმ საწოლფონდით, რომელიც გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დასაწყისში ჯანდაცვის სისტემა იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, რადგან არ იყო შესაბამისი მზაობა.

„გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა არის თითქმის ავტომატურ რეჟიმზე, ვინაიდან ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს მოქალაქეების ჯანმრთლობაზე, მუშაობს ეფექტურად. სასწრაფო სისტემაც აწყობილია, არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს, გაუმკლავდეს უფრო რთულ სიტუაციასაც კი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის შერჩეული კანდიდატურა ჩემთვისაც მისაღები იქნება – ტიკარაძე
შემდეგი სტატიახვიჩია – პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ყინულის დაძვრას მოახერხებს და ვნახოთ