ხვიჩია – პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ყინულის დაძვრას მოახერხებს და ვნახოთ

მგონია, რომ ჩვენ შერიგების თვალსაზრისით, ისევ პრეზიდენტის ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გუშინ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

მისი თქმით, შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ხალხმა დაილაპარაკა.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არ იქნება სწრაფი პროცესი და ხვალ არ გადაწყდება, მაგრამ შედეგი ის იყო, რომ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ხალხმა დაილაპარაკა. შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. ისეთი საუბარი არ იყო გუშინ, რომ შედეგის პროცედურა დავიწყოთ და ახლა გზაში ვართ. შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი დასაფასებელია, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ყინულის დაძვრას მოახერხებს და ვნახოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – „ომიკრონის“ გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია
შემდეგი სტატიაჩვენი საგარეო ინტერესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ამ კომპანიებისთვის, რომლებიც ირანის თავდაცვას ამერიკულ ტექნიკას აწვდიდნენ, ყურადღება მანამდე მიექცია, სანამ აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტი დაასანქცირებდა – ნონიაშვილი