ტიკარაძე – ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მოემსახურებიან, არიან სრულად გადამზადებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა მაქსიმალურად ეცდებიან, ჯერჯერობით პაციენტების მართვა მოხდეს კლინიკებში.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის დათვალიერების შემდეგ განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჟანგბადის ავზის მონტაჟი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

მინისტრი განმარტავს, რომ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს.

„ამ ტერიტორიაზე მოთავსებულია ორი ხუთ ტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც გავრცელდა არაერთი მედია შარჟი, თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენენ და გარკვეულ რისკებს შეიცავენე, მაგრამ გადამოწმებულია ეს ინფორმაცია, არანაირ რისკს ამ ავზების მონტაჟი არ შეიცავს. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია ინტენსიურის და რეანიმაციის ტიპის საწოლები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ გაუწევენ პაციენტებს მომსახურებას, არიან სრულად გადამზადებული და მათ გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რათა გაუწიონ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის რისკების ყველა გადაზღვევით. საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არა საველე პორობებში გადმოვინაცლოთ, არამედ დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს ოპტიმალურად მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან ზუსტად ვიაზრებ, თუ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს გაშლილი არ ყოფილა, იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში​ტიკარაძე – კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი
შემდეგი სტატიატიკარაძე – დარწმუნებული ვარ, შეზღუდვები შედეგს გამოიღებს