ტიკარაძე – ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, კლინიკებში ადგილების დეფიციტი არ გვაქვს

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო. ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან იმისთვის, რომ ინფექციის კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში ამასთან მიმართებაში მიმდინარეობს კონსულტაციები. ასევე, სხვა ექსპერტებთან ერთად. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკვების გარდა, ყველაფერი იყო იმ ქილაში – კალაძე ქილის გადაგდებაზე
შემდეგი სტატიაჰარცელი – ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის