ჰარცელი – ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის

ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის და საჭიროა მოხდეს არა მხოლოდ მისი დაგმობა, არამედ უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა მოჰყვება, რაც, იმედია, დაწყებულია და შედეგებს მოიტანს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

„ძალადობა არის პოლარიზაციის კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ჩვენ კვლავ ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს ბევრი სხვა საარჩევნო კამპანიის დროს გვინახავს, რასაც შედეგად მოაქვს არა მხოლოდ ძალიან უხეში რიტორიკა, არამედ აშკარა დაყოფა მოქალაქეებს შორის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, როგორ შეიძლება საარჩევნო კლიმატის დაწყნარება და დამშვიდება,“ – აღნიშნა ელჩმა.

წინა სტატიაშიტიკარაძე – ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, კლინიკებში ადგილების დეფიციტი არ გვაქვს
შემდეგი სტატიაკალაძე – დატოვება რბილად ნათქვამია, ნიკა მელია გაიქცა, როგორც მას სჩვევია