თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების გამართვას გეგმავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების შემთხვევაში აქციების გამართვას გეგმავს. პარტიაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი შედეგების „ქართული ოცნების“ ინტერესებზე მისადაგებას გეგმავს.

“არჩევნები რეალურად უკვე ყალბდება, ყოველდღიურად, როცა სუს-ი აშინებს მოსახლეობას და აიძულებს კანდიდატებს მაგალითად, რომ მოხსნან კანდიდატურები, როდესაც უკანონოდ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი. არჩევნების დღესაც რა თქმა უნდა, გააგრძელებს „ქართული ოცნება“ ასეთი მაქინაციებით მოქმედებას, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილმა ხალხს არ წაართვას არჩევანი,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი იტალიის რესპუბლიკას ეწვია