ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ”თაიმერს” ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს უფროსმა ნიკა ჭეჟიამ აცნობა. მისი თქმით, პაციენტი ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის კურს გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ. დღეს, ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესმენი დაჭრეს. ლევან ქუჩულორიას, რომელსაც თხილის ბიზნესი აქვს, ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა აქვს მიყენებული. ტყვია მას მუცელში, წვივსა და ბარძაყის არეში მოხვდა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ამ დრომდე დაუდგენელია თავდამსხმელების ვინაობა. ასევე უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე თვითმხილველები.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა უკრაინელებს 17 ოქტომებრს გაემგზავრონ კიევში მიტინგზე
შემდეგი სტატიათვითმმართველობის არჩევნების გაყალბების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების გამართვას გეგმავს