თვითმმართველობის არჩევნები – პრეზიდენტის ბრძანება კონტრასიგნირებულია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციით პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიანექსირებულ ყირიმის ბანაკ “არტეკში” ქართველი მოსწავლეები ისვენებენ – ფაქტი დაგმო განათლების სამინისტრომ
შემდეგი სტატიასოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია