თუშეთში, ზვავში მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თუშეთში, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. 53 წლის პეტრე ბუჯაიძე თელავის რაიონის სოფელ ლალისყურის მკვიდრია. ცხედარს სამაშველო ბრიგადამ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლია.

ის კომპანია გერალის მიერ დაქირავებული იყო, რომელიც თუშეთი-ფშაველი-ომალოს გზაზე გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა.

ახმეტის გამგებლის ინფორმაციით, გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებზე კომპანიამ უნდა იზრუნოს. ცხედარს უკვე ჩაუტრადა ექსპერტიზა და ის საკუთარ სახლშია გადასვენებული.

banner
წინა სტატიაშილაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მესამე სექტორი საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაციას მიაწვდის
შემდეგი სტატიაNDI : 31% – საქართველო საერთოდ არ იცველბა