ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მესამე სექტორი საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაციას მიაწვდის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსზე, ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშრებით, სამოქალაქო სექტორი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

„საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფოში კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელს, საკუთარი უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით, თავხედურად უსწორდება ყოფილი მაღალჩინოსანი. ვფიქრობთ, ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და სწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ადეკვატური იქნება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებულ თავდასხმას,“ – განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიNDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს
შემდეგი სტატიათუშეთში, ზვავში მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს