თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი

თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა და ორი შვილი შაბალაიძეები. გარდაცვლილთაგან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არასრულ­წლო­ვა­ნია.

ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე.

შსს-ს ინფორმაციით, თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე – ელგუჯა ბაგრატიონი დაბარებულია ოზურგეთის პოლიციაში, მას ბრალი უნდა წარუდგინონ თითიდან გამოწოვილი მიზეზით
შემდეგი სტატიაანაკლიის განვითარების კონსორციუმი – გავაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პორტი წარმატებით აშენდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად