თუშეთის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშირაჭაში დაზიანებული საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები გრძელდება
შემდეგი სტატია„მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას!“