რაჭაში დაზიანებული საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები გრძელდება

რაჭაში დაზიანებული საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.

„12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმსვლელები უკვე მობილიზებულია. ასევე, აქ არიან მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი ოპერატორები და შეზღუდული რელიეფიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოკლე პერიოდში მოხდეს მონაკვეთების აღდგენა. ჯერჯერობით რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ სტიქიის ლიკვიდაცია, რასაც შემდგომში მოჰყვება აუცილებელი სამუშაოები. არსებული სურათიდან გამომდინარე, შესაძლოა, დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაგვჭირდეს. საუბარია კიდევ ხუთ ერთეულ მძიმე ტექნიკაზე, რაც რეგიონში გაგვაჩნია. სტიქია ძალიან ძლიერია და ცუდია, რომ ეს არ ხდება ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე. დაზიანებულია გზის სხვადასხვა მონაკვეთი და შესაბამისად, აღდგენასაც განსხვავებული დრო დასჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, რომელიც ასევე სტიქიის ზონაში იმყოფება, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება და თუ სტიქია არ განმეორდა, წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ მოხარული ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმის ხილვით”
შემდეგი სტატიათუშეთის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა