თურქულმა თვითმფრინავებმა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

თურქეთის სამხედრო ძალების თვითმფრინავებმა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს – ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
სააგენტო “ანას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის საჰაერო საზღვარზე თურქეთის მიერ დაახლოებით 20 საზღვრის დარღვევა დაფიქსირდა. აქედან ორი გამანადგურებლის დაჭერა შეძლეს ბერძენმა სამხედროებმა.
თურქეთსა და საბერძნეთს შორის ინციდენტი რეგულარულად ხდება.
2006 წელს მსგავსი შემთხვევისას, თურქული და ბერძნული სამხედრო თვითმფრინავები ერთმანეთს დაეჯახნენ – დაიღუპა ბერზენი პილოტი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: უახლოეს მომავალში ლარის გამყარება საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცით მოხდება
შემდეგი სტატია“მოჭიდავეებისთვის უცნობია, საიდან მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი”