თურქული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები რუსულმა მხარემ მათ ტერიტორიაზე არ შეუშვა

თურქული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც “ლარსის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ნეიტრალურ ზონაში იყვნენ გაჩერებული, უკან დაბრუნება მოუწიათ.
როგორც “თაიმერს” საქართველოს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული სატვირთო ავტომობილები რუსულმა მხარემ რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვა.
“ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტომობილების ნაწილი საქართველოს გავლით თურქეთში დაბრუნდა ან აზერბაიჯანში გადავიდა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, თურქეთსა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში გართულებული სიტუაციის შემდეგ, რამდენიმე დღეა, საქართველოში რუსეთის მიმართულებით მოძრავი თურქული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები აღარ გამოჩენილა.
“საქართველოს მხარეს, “ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე არანაირი შეფერხება არ არის. 25 ნოემბრის ინფორმაციით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში თურქული სანომრე ნიშნის მქონე 38 სატვირთო ავტომობილი იმყოფებოდა”, – აღნიშნავენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიაშსს-მ 42 შეკვრა ე.წ.ბიო ამოიღო