
ჰაიატი ქუჩუკმა, საქართველოში სასწავლებლების დაფუძნებისა და გახსნის ინიციატორად, თურქეთის ხელისუფლების მიერ ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლისა და პარალელური მთავრობის ჩამოყალიბებაში დადანაშაულებული ორგანიზაციის ლიდერი, თურქეთის მიერ ძებნილი, აშშ-ს პრენსილვანიის შტატს შეფარებული ფეტულაჰ გიულენი დაასახელა…

,,თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში სკოლები და სასწავლებლები გავხსენით… რასაც მე ვხედავდი, ამ სასწავლებლების გახსნის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და თურქეთის იმიჯის მაღალ დონეზე შენარჩუნება ამ ქვეყანაში,, აცხადებს ჰაიატი ქუჩუკი, რომელიც აღნიშნავს, რომ მან შემდგომში გაიგო გიულენის მიერ სასწავლებლების გახსნისა და სხვადასხვა ქვეყნებში საგანმათლებლო ორგანიზაცით შესვლისა და ხელისუფლებასთან დაახლოების რეალური მიზეზები…
,,2002 წლიდან, ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ჩემთვის თანდათანობით ნათელი გახდა, რომ გიულენი, რომლის დოქტრინის გავრცელებას ვახდენდით მსოფლიოში, არა რომელიმე რელიგიურ-პოლიტიკური ჯემაათის ხელმძღვანელი იყო, არამედ აშშ-ს, ისრაელის და სხვა დასავლური სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი… გიულენს ისევე არ უყვარდა ერდოღანი, როგორც დასავლეთის ზოგიერთ ლიდერს და ისრაელს… ჩვენს მიერ შუა აზიაში და ჩეჩნეთში სასწავლებლების გახსნა, ეს იყო ნიადაგის მომზადება ამ ქვეყნებში ამერიკული სპეცსამსახურების შესასვლელად,, აცხადებს ჰაიატ ქუჩუკი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ფეტულაჰ გიულენი – მასონია.
,,გიულენის ორგანიზაციას, დღემდე ყველა ქვეყანის ხელისუფლებაში ჰყავს ხელფასიანი თანამოაზრე, რომელიც მისთვის მუშაობს… ვაფინასებდით ყველას ვინც კი რამეში გამოგვადგებოდა იმ ქვეყანაში… საქმე იქამდიც მივიდა, რომ საქართველოში გიულენმა ეკლესიის დაფინანსებაც კი დაგვავალა… დიახ ქართულ ეკლესიას გადავუხადეთ ფულით… არ ვიხევდით უკან ქრთამებზეც… იმ დროინდელ საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაზეს, 165.000 დოლარის ჩეკი გადავეცით ქრთამის სახით თავის კაბინეტში… ამ ფაქტს თურქეთის იმდროინდელი ელჩიც ესწრებოდა,, აღნიშნავს ქუჩუკი.
საქართველოსთან მიმართებაში ჰაიატი ქუჩუკი ბოდიშსაც იხდის… ,,მე ამ ქვეყანასთან ბოდიში მაქვს მოსახდელი… საქართველოში ჩემმა მეგობრებმა იციან, თუ როდის და როგორ დავტოვე ეს საქმე და დავუსვი წერტილი,, აცხადებს თურქული სასწავლებლების დამფუძნებელი და ხაზს უსვამს, რომ გიულენის იდეების რეალიზება, საბოლოო ჯამში მტრად გადაჰკიდებდა ერთმანეთს ორ ქვეყანას, საქრთველოს და თურქეთს.

აღსანიშნავია, რომ ფეტულაჰ გიულენის მიერ საქართველოს ,,იმამად,, დანიშნული ჰაიატ ქუჩუკის მიერ წუხელ თურქული ტელარხით გაკეთებული აღიარებითი განცხადება, პირველია გიულენის უახლოესი გარემოცვიდან… ამ ინტერვიუში პირველად გაიშიფრა უცხო ქვეყანაში, გულენის კანონგარეშე ორგანიზაციის საქმიანობის დეტალები… თურქი ჟურნალისტები, უკვე დღეიდან, ფართო გამოხმაურებას ელიან ჰაიატი ქუჩუკის ამ სკანდალურ ინტერვიუსთან დაკავშირებით, როგორც თურქეთში – ასევე საქართველოში.
თურქულ მედიაზე დაყრდნობით
კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,















